მენტალური არითმეტიკა

მენტალური არითმეტიკა არის აზროვნების განვითარების მეთოდი, რომელიც ბავშვებს ფერადი აბაკუსის — სორობანის დახმარებით სწრაფ და ზუსტ ანგარიშს ასწავლის. ეს არის ტვინის ეფექტური ვარჯიში, რომელიც ბავშვს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ინფორმაციის სწრაფად დამუშავებასა და საკუთარ შესაძლებლობებში მეტი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

იხილეთ ვრცლად

ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი არის საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის, გაგების, სწორად გამოხატვისა და მართვის უნარი. კურსი ბავშვს ეხმარება უკეთ გაიგოს საკუთარი თავი, გამოხატოს განცდები უსაფრთხოდ, მართოს ძლიერი ემოციები და ურთიერთობებში უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოს.

იხილეთ ვრცლად

რატომ ნობელი?

01

მრავალწლიანი გამოცდილება

მრავალწლიანი გამოცდილება და სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს სანდო და გამართულ სასწავლო გარემოს.

02

საერთაშორისო მეთოდოლოგია

საერთაშორისო მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამები, შემოწმებული და აღიარებული მსოფლიო პრაქტიკით.

03

გამოცდილი პედაგოგები

გამოცდილი და ემპათიური, მუდმივად პროგრესზე ორიენტირებული პედაგოგები.

04

ხარისხის კონტროლი

სწავლების ერთიანი სტანდარტი და ხარისხის მუდმივი კონტროლი ყველა ფილიალში და ონლაინ.

05

მცირე ჯგუფები

მცირე ჯგუფები და თითოეული ბავშვის პროგრესზე დაკვირვება ინდივიდუალური მიდგომით.

06

მშობლებთან თანამშრომლობა

მშობლებთან პასუხისმგებლიანი და სისტემური თანამშრომლობა ბავშვის განვითარების გზაზე.

ჩვენი შედეგები

ინფორმაცია რიცხვებში

საერთაშორისო ასპარეზი, მოსწავლეები, ოლიმპიადა

0
მოსწავლე
0
წლიდან
0
ოლიმპიადა
სკოლა ნობელი
რა განსხვავებს ნობელს სხვა სკოლებისგან

რა არის სკოლა „ნობელი"?

„ნობელი" არის ბავშვის აზროვნებისა და შინაგანი სამყაროს განვითარების სკოლა, რომელიც 2017 წლიდან ქმნის სტაბილურ, სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

„ნობელში" პროგრამები აგებულია თანმიმდევრულ, სისტემურ და უწყვეტ სასწავლო პროცესზე. მიღებული ცოდნა ეტაპობრივად მყარდება და ბავშვის ყოველდღიურ უნარად იქცევა.

მრავალწლიანი გამოცდილება

სტაბილურობა და სანდოობა, რომელსაც 2017 წლიდან ვამტკიცებთ ყველა ფილიალში.

საერთაშორისო მეთოდოლოგია

WAAMA-ს სტანდარტებზე დაფუძნებული, მსოფლიოში გამოცდილი და აღიარებული პროგრამები.

გამოცდილი პედაგოგები

მუდმივად გადამზადებული, ემპათიური და პროგრესზე ორიენტირებული მასწავლებლები.

ხარისხის კონტროლი

სწავლების ერთიანი სტანდარტი და ხარისხის მუდმივი კონტროლი ყველა ფილიალში და ონლაინ.

მცირე ჯგუფები

ყოველ ბავშვს — ინდივიდუალური ყურადღება და პერსონალური მიდგომა პროგრესის გზაზე.

მშობლებთან თანამშრომლობა

მშობლებთან პასუხისმგებლიანი და სისტემური თანამშრომლობა ბავშვის განვითარების გზაზე.

გამოხმაურებები

მშობლები ჩვენ შესახებ

„მენტალური არითმეტიკის სკოლა ნობელს პროფესიონალიზმისა და ყურადღებიანი მიდგომისთვის. შედეგები მკაფიოდ ჩანს — კონცენტრაცია, თავდაჯერებულობა, სისხარტე."

N
Nini Kharashvili

„ჩემს შვილს ძალიან დაეტყო თავდაჯერებულობა და კონცენტრაციის უნარი გაუუმჯობესდა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სწავლის პროცესი მისთვის სახალისოა!"

T
Tamar Bitsadze

„მოკლე დროში ჩემს შვილს საგრძნობლად გაუუმჯობესდა კონცენტრაცია, აზროვნება და თავდაჯერებულობა."

A
Ani Margiani

„ემოციური ინტელექტის ეს წრე ნამდვილად განსაკუთრებულია. ბავშვებს აქ ასწავლიან, როგორ გაიგონ საკუთარი ემოციები და როგორ იმეგობრონ უკეთესად."

E
Eka Jikhvadze

„საოცარი სივრცეა, სადაც ბავშვები სიყვარულით სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს. შენი შვილი შინაგან სიმშვიდეს და ემოციურ სიძლიერესაც იძენს."

T
Tea Tea

„ჩემი შვილების შემთხვევაში შედეგები ნამდვილად შესამჩნევია — კონცენტრაცია, თავდაჯერებულობა, სისხარტე. ძალიან კმაყოფილი ვარ და გულით ვურჩევ სხვებსაც!"

S
Salome Sanadze

„საუკეთესო გარემო ბავშვებისთვის, ინტერესი და ემოციებით სავსე. შაბათი დღე გვიხარია!"

N
Nato Nadirashvili

„ძალიან მოგვწონს თითოეული გაკვეთილი, კმაყოფილი ვარ მასწავლებლით და მისი მიდგომით ბავშვთან. ონლაინ გაკვეთილები ძალიან სახალისოა ბავშვისთვის."

მარიამ ილაური

„საოცრად პოზიტიური, საინტერესო და მრავლის მომცველი გარემო ჩვენი შვილებისთვის. გვიყვარს ნობელში მოსვლის ყოველი დღე."

S
Sofo Sokhadze

„ეს არის საოცარი გარემო. მენტალური არითმეტიკის დახმარებით ჩემი შვილი გახდა უფრო თავდაჯერებული, ისწავლა სწრაფი ანგარიში და აქვს მოტივაცია."

ნათია გვალია

„სკოლა ნობელი საუკეთესო არჩევანია ჩვენი ბავშვებისთვის. ამჟამად ჩემი ორი შვილი სწავლობს და მესამეც მალე შეუერთდება."

K
Khatia Sadunishvili

„ძალიან თბილი და სასიამოვნო გარემოა, ბავშვებისათვის საინტერესო, სადაც შეუძლიათ ბევრი რამის სწავლა."

ნინო ჯიქია

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი პროგრამები? +

მენტალური არითმეტიკის კურსი განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.

ემოციური ინტელექტის კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.

როგორია სწავლების ფორმატი? +

მენტალური არითმეტიკის კურსზე მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და მოიცავს ორ 45-წუთიან გაკვეთილს — ჯამში 90 წუთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.

ემოციური ინტელექტის კურსზე გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და გრძელდება 80 წუთი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.

რა ღირს სწავლა? +

მენტალური არითმეტიკის კურსი • ონლაინ სწავლება — 130 ლარი; • სამუშაო დღეებში — 130 ლარი; • შაბათს — 160 ლარი; • კვირას — 140 ლარი.

ემოციური ინტელექტის კურსი • სამუშაო დღეებში — 120 ლარი; • შაბათ-კვირას — 140 ლარი.

ყოველთვიური გადასახადი მოიცავს თვეში 4 სამეცადინო შეხვედრას, ჩემპიონატებში და სასერტიფიკაციო გამოცდებში დამატებითი გადასახადების გარეშე მონაწილეობას. თუ კალენდარულად თვეში 5 მეცადინეობა ემთხვევა, დამატებითი გადასახადი არ არის.

არის თუ არა ონლაინ სწავლება? +

მენტალური არითმეტიკის პროგრამას აქვს ძლიერი ონლაინ კურსიც. ონლაინ სწავლებისას შედეგები, პედაგოგების კვალიფიკაცია და ხარისხის კონტროლი პირისპირ სწავლების იდენტურია, ხოლო გაკვეთილებზე დასწრება ოჯახისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.

ემოციური ინტელექტის კურსის გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს.

სად ტარდება გაკვეთილები? +

მენტალური არითმეტიკის კურსი • საბურთალო — ნუცუბიძის ქუჩა №16ა • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • ნაძალადევი — გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №36 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი • აფრიკის დასახლება — მ. ცისკარიშვილის ქუჩა, კორპუსი „A", „მირანდას" ინგლისური ენის ცენტრი • თელავი — ალექსანდრე ვარდოშვილის ქუჩა №15 • ონლაინი — სწავლა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

ემოციური ინტელექტის კურსი • საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი №85, კლინიკა „მედისონის" გვერდით • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი

რამდენ ხანს გრძელდება პროგრამა? +

მენტალური არითმეტიკის პროგრამა გრძელდება დაახლოებით 3.5–4 წელი და მოიცავს 9 ძირითად დონესა და დამატებით WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონეს — 9+1. თითოეული ძირითადი დონის დასრულების შემდეგ ბავშვს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონის წარმატებით დასრულებისას — საერთაშორისო დიპლომი.

ემოციური ინტელექტის სრული ასაკობრივი კურსი შედგება 3 თემატური მოდულისა და 60 გაკვეთილისგან. პროგრამა აგებულია თანმიმდევრულად და ემსახურება ბავშვის ემოციური უნარების ეტაპობრივ განვითარებასა და განმტკიცებას. განვლილი თემებისა და დაძლეული გამოწვევების მიხედვით ბავშვებს გადაეცემათ სამოტივაციო სამკერდე ჯილდოები.

საჭიროა თუ არა სასწავლო ნივთების შეძენა? +

მენტალური არითმეტიკის კურსის დასაწყებად საჭიროა სპეციალური საანგარიშოსა და შესაბამისი დონის სამუშაო რვეულების შეძენა. საწყისი კომპლექტის ღირებულებაა 55 ლარი. ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას საჭიროა შესაბამისი სამუშაო რვეულების შეძენა.

ემოციური ინტელექტის პროგრამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალური სამუშაო რვეულის შეძენა.

რა ფასდაკლებები მოქმედებს? +

დედ-მამიშვილების შემთხვევაში: • ორი ბავშვისთვის — 10%-იანი ფასდაკლება; • სამი ან მეტი ბავშვისთვის — 20%-იანი ფასდაკლება. • ერთი სასწავლო წლისსაფასურის წინასწარ გადახდისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლებები ერთმანეთს არ ემატება — შესაძლებელია ერთი, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით სარგებლობა.

შეკითხვები?

დაიწყე შენი შვილის
განვითარება დღეს

დაგვიკავშირდი და ჩვენ გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე

WhatsApp
Messenger