ემოციური ინტელექტი არის საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის, გაგების, სწორად გამოხატვისა და მართვის უნარი. კურსი ბავშვს ეხმარება უკეთ გაიგოს საკუთარი თავი, გამოხატოს განცდები უსაფრთხოდ, მართოს ძლიერი ემოციები და ურთიერთობებში უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოს.
სწავლის პროცესში ბავშვები ასაკის შესაბამისი, პრაქტიკული და ინტერაქციული აქტივობებით ეცნობიან ემოციებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და ტვინსა და სხეულში მიმდინარე პროცესებს. ისინი სწავლობენ თვითდაკვირვების, ემოციური რეგულაციის, ემპათიის, კონფლიქტების მართვის, ლიდერობისა და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარებს.
უფასო საცდელი გაკვეთილი →ბავშვი ეუფლება ასაკის შესაბამის ემოციურ ლექსიკონს და სწავლობს, როგორ დაასახელოს და გასაგებად გამოხატოს საკუთარი განცდები, სურვილები და საჭიროებები.
ბავშვი სწავლობს მოსმენას, ემპათიას, საზღვრების დაცვას, კონფლიქტების მართვასა და მშვიდ კომუნიკაციას — უნარებს, რომლებიც მომავალში მყარი და ჯანსაღი ურთიერთობების შექმნაში დაეხმარება.
ეს არ არის ერთჯერადი ან ეპიზოდური შეხვედრების კურსი. პროგრამა ეტაპობრივად, ასაკის შესაბამისად ავითარებს ბავშვის ცოდნას, თვითდაკვირვების უნარსა და ემოციების მართვის ტექნიკებს.
ბავშვი მხოლოდ თეორიას არ სწავლობს — ის სხვადასხვა სიტუაციაში ვარჯიშობს, როგორ ამოიცნოს პრობლემა, შეაჩეროს იმპულსური რეაქცია და შეარჩიოს უფრო სასარგებლო მოქმედება.
პროგრამა აგებულია თამაშზე, ისტორიებზე, ექსპერიმენტებზე, შემოქმედებით და ჯგუფურ აქტივობებზე, რათა ბავშვმა მნიშვნელოვანი ცოდნა მისთვის ბუნებრივი, საინტერესო და მხიარული გზით მიიღოს.
ბავშვი სწავლობს თბილ, უსაფრთხო და მოსიყვარულე გარემოში, სადაც მას უსმენენ, პატივს სცემენ და განვითარებაში მხარს უჭერენ. პროგრამა თანამშრომლობს ოჯახთანაც, რათა ბავშვთან საუბრისა და ემოციებზე მუშაობის მიდგომები სახლშიც და კურსზეც თანმიმდევრული და გასაგები იყოს.
აირჩიე შენთვის ყველაზე ახლომდებარე ფილიალი
გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ
2 დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
3 და მეტი დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
სრული წლის წინასწარ გადახდის შემთხვევაში
სამი მარტივი ნაბიჯი
გადადი სარეგისტრაციო გვერდზე და შეავსე მარტივი ფორმა — სახელი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა →ჩვენი მეთოდისტი დაგიკავშირდებათ 2-3 სამუშაო დღეში, გიპასუხებთ შეკითხვებზე და შეარჩევს შესაბამის ჯგუფს.
მოდი პირველ საცდელ გაკვეთილზე, გაიცანი მასწავლებელი და თანატოლები, და დაიწყე განვითარების გზა.
აირჩიე შენთვის ყველაზე ახლომდებარე ფილიალი
2 დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
3 და მეტი დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
სრული წლის წინასწარ გადახდის შემთხვევაში
სამი მარტივი ნაბიჯი
გადადი სარეგისტრაციო გვერდზე და შეავსე მარტივი ფორმა — სახელი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა →ჩვენი მეთოდისტი დაგიკავშირდებათ 2-3 სამუშაო დღეში, გიპასუხებთ შეკითხვებზე და შეარჩევს შესაბამის ჯგუფს.
მოდი პირველ საცდელ გაკვეთილზე, გაიცანი მასწავლებელი და თანატოლები, და დაიწყე განვითარების გზა.
მენტალური არითმეტიკის კურსი განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.
ემოციური ინტელექტის კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.
მენტალური არითმეტიკის კურსზე მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და მოიცავს ორ 45-წუთიან გაკვეთილს — ჯამში 90 წუთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.
ემოციური ინტელექტის კურსზე გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და გრძელდება 80 წუთი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.
მენტალური არითმეტიკის კურსი • ონლაინ სწავლება — 130 ლარი; • სამუშაო დღეებში — 130 ლარი; • შაბათს — 160 ლარი; • კვირას — 140 ლარი.
ემოციური ინტელექტის კურსი • სამუშაო დღეებში — 120 ლარი; • შაბათ-კვირას — 140 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი მოიცავს თვეში 4 სამეცადინო შეხვედრას, ჩემპიონატებში და სასერტიფიკაციო გამოცდებში დამატებითი გადასახადების გარეშე მონაწილეობას. თუ კალენდარულად თვეში 5 მეცადინეობა ემთხვევა, დამატებითი გადასახადი არ არის.
მენტალური არითმეტიკის პროგრამას აქვს ძლიერი ონლაინ კურსიც. ონლაინ სწავლებისას შედეგები, პედაგოგების კვალიფიკაცია და ხარისხის კონტროლი პირისპირ სწავლების იდენტურია, ხოლო გაკვეთილებზე დასწრება ოჯახისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.
ემოციური ინტელექტის კურსის გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს.
მენტალური არითმეტიკის კურსი • საბურთალო — ნუცუბიძის ქუჩა №16ა • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • ნაძალადევი — გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №36 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი • აფრიკის დასახლება — მ. ცისკარიშვილის ქუჩა, კორპუსი „A", „მირანდას" ინგლისური ენის ცენტრი • თელავი — ალექსანდრე ვარდოშვილის ქუჩა №15 • ონლაინი — სწავლა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ემოციური ინტელექტის კურსი • საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი №85, კლინიკა „მედისონის" გვერდით • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი
მენტალური არითმეტიკის პროგრამა გრძელდება დაახლოებით 3.5–4 წელი და მოიცავს 9 ძირითად დონესა და დამატებით WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონეს — 9+1. თითოეული ძირითადი დონის დასრულების შემდეგ ბავშვს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონის წარმატებით დასრულებისას — საერთაშორისო დიპლომი.
ემოციური ინტელექტის სრული ასაკობრივი კურსი შედგება 3 თემატური მოდულისა და 60 გაკვეთილისგან. პროგრამა აგებულია თანმიმდევრულად და ემსახურება ბავშვის ემოციური უნარების ეტაპობრივ განვითარებასა და განმტკიცებას. განვლილი თემებისა და დაძლეული გამოწვევების მიხედვით ბავშვებს გადაეცემათ სამოტივაციო სამკერდე ჯილდოები.
მენტალური არითმეტიკის კურსის დასაწყებად საჭიროა სპეციალური საანგარიშოსა და შესაბამისი დონის სამუშაო რვეულების შეძენა. საწყისი კომპლექტის ღირებულებაა 55 ლარი. ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას საჭიროა შესაბამისი სამუშაო რვეულების შეძენა.
ემოციური ინტელექტის პროგრამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალური სამუშაო რვეულის შეძენა.
დედ-მამიშვილების შემთხვევაში: • ორი ბავშვისთვის — 10%-იანი ფასდაკლება; • სამი ან მეტი ბავშვისთვის — 20%-იანი ფასდაკლება. • ერთი სასწავლო წლისსაფასურის წინასწარ გადახდისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლებები ერთმანეთს არ ემატება — შესაძლებელია ერთი, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით სარგებლობა.
დარეგისტრირდი უფასო საცდელ გაკვეთილზე და ნახე შედეგი პირდაპირ
უფასო საცდელი გაკვეთილი →