რა არის მენტალური არითმეტიკა?

მენტალური არითმეტიკა არის აზროვნების განვითარების მეთოდი, რომელიც ბავშვებს ფერადი აბაკუსის — სორობანის დახმარებით სწრაფ და ზუსტ ანგარიშს ასწავლის. ეს არის ტვინის ეფექტური ვარჯიში, რომელიც ბავშვს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ინფორმაციის სწრაფად დამუშავებასა და საკუთარ შესაძლებლობებში მეტი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

მეთოდის შესწავლის საწყის ეტაპზე ბავშვი მათემატიკურ მოქმედებებს აბაკუსზე ასრულებს, შემდეგ კი მის გამოსახულებას გონებაში წარმოიდგენს და გამოთვლებს მენტალურად ახორციელებს. სასწავლო პროცესში ერთდროულად ვითარდება ყურადღება, მეხსიერება, კონცენტრაცია, ვიზუალური აზროვნება, სისწრაფე და სიზუსტე.

უფასო საცდელი გაკვეთილი →

როგორ ეხმარება მენტალური არითმეტიკა ბავშვის განვითარებას

კვლევებით დადასტურებული შედეგები, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად ღებულობენ

ტვინის ორივე ნახევარსფეროს განვითარება

ააქტიურებს ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას.

ძლიერი ფოკუსი და კონცენტრაცია

ბავშვი სწავლობს ყურადღების მართვას და დეტალებზე დაკვირვებას.

გაუმჯობესებული მეხსიერება

ავითარებს ვიზუალური და სამუშაო მეხსიერების მოცულობას.

აზროვნების სისხარტე და მოქნილობა

ზრდის ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და დამუშავების ტემპს.

ანალიტიკური მიდგომა

აყალიბებს ამოცანების სისტემურად და თანმიმდევრულად გადაჭრის უნარს.

თვითრწმენის ამაღლება

ბავშვი რწმუნდება საკუთარ ძალებში და სწავლობს მიზნისკენ სწრაფვას.

ღირებულება

სამუშაო დღეები
140
ორშაბათი–პარასკევი
დარეგისტრირდი
პოპულარული
შაბათი
160
შაბათი
დარეგისტრირდი
კვირა
140
კვირა
დარეგისტრირდი
შეთავაზება

ფასდაკლება

10%

2 დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში

20%

3 და მეტი დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში

20%

სრული წლის წინასწარ გადახდის შემთხვევაში

როგორ ჩავერთო სასწავლო პროცესში?

სამი მარტივი ნაბიჯი

1 ნაბიჯი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა

გადადი სარეგისტრაციო გვერდზე და შეავსე მარტივი ფორმა — სახელი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია.

სარეგისტრაციო ფორმა →
2 ნაბიჯი

მიიღე ზარი მეთოდისტისგან

ჩვენი მეთოდისტი დაგიკავშირდებათ 2-3 სამუშაო დღეში, გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე და შეარჩევს შესაბამის ჯგუფს მოსწავლისთვის.

3 ნაბიჯი

ჩაერთე საგაკვეთილო პროცესში

მოდი პირველ საცდელ გაკვეთილზე, გაიცანი მასწავლებელი და თანატოლები, და დაიწყე განვითარების გზა.

გამოხმაურებები

მშობლები ჩვენ შესახებ

„მენტალური არითმეტიკის სკოლა ნობელს პროფესიონალიზმისა და ყურადღებიანი მიდგომისთვის. შედეგები მკაფიოდ ჩანს — კონცენტრაცია, თავდაჯერებულობა, სისხარტე."

N
Nini Kharashvili

„მოკლე დროში ჩემს შვილს საგრძნობლად გაუუმჯობესდა კონცენტრაცია, აზროვნება და თავდაჯერებულობა."

A
Ani Margiani

„საუკეთესო და სრულიად ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული სკოლაა. მადლობა ნობელის გუნდს!"

I
Inga Kavelashvili

„ჩემი შვილების შემთხვევაში შედეგები ნამდვილად შესამჩნევია — კონცენტრაცია, თავდაჯერებულობა, სისხარტე. ძალიან კმაყოფილი ვარ!"

S
Salome Sanadze

„ძალიან მოგვწონს თითოეული გაკვეთილი, კმაყოფილი ვარ მასწავლებლით და მისი მიდგომით ბავშვთან. ონლაინ გაკვეთილები ძალიან სახალისოა."

მარიამ ილაური

„მადლობა სკოლას სწავლებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის. ჩვენი შვილების გონებრივი შესაძლებლობების სწორად განვითარებისთვის."

S
Sofiko Izoria

„საოცარი გარემო. მენტალური არითმეტიკის დახმარებით ჩემი შვილი გახდა უფრო თავდაჯერებული და აქვს მოტივაცია დამოუკიდებლად შეასრულოს სკოლის გაკვეთილები."

ნათია გვალია

„მენტალური არითმეტიკის ცოდნამ არა მხოლოდ მათემატიკა შეაყვარა ბავშვს, თავდაჯერებული და მიზანდასახულიც გახადა."

M
MariamOo Kukhianidze

„სკოლა ნობელი საუკეთესო არჩევანია ჩვენი ბავშვებისთვის. ბავშვები თვითონ აღნიშნავენ, რომ სკოლაში საგნების ათვისება გაუადვილდათ."

K
Khatia Sadunishvili

„კარგი სკოლა საუკეთესო პედაგოგებით, მოსწავლეზე მორგებული სწავლება, რომელიც გამოადგება ნებისმიერ სფეროში."

R
Ruslani Bolqvadze

„უზომოდ კმაყოფილი ვარ სკოლა ნობელით. პირადად ვურჩევ ყველას მენტალური არითმეტიკის სწავლას. მართლაც სწორი არჩევანია."

M
Mtiula Shainidze

„ჩემი ორივე ბავშვი სწავლობს ნობელში. მადლობა დღევანდელი შედეგისთვის, ჩემი შვილი სუპერ ჩემპიონია!"

T
Teo Kvantrishvili

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი პროგრამები? +

მენტალური არითმეტიკის კურსი განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.

ემოციური ინტელექტის კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.

როგორია სწავლების ფორმატი? +

მენტალური არითმეტიკის კურსზე მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და მოიცავს ორ 45-წუთიან გაკვეთილს — ჯამში 90 წუთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.

ემოციური ინტელექტის კურსზე გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და გრძელდება 80 წუთი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.

რა ღირს სწავლა? +

მენტალური არითმეტიკის კურსი • ონლაინ სწავლება — 130 ლარი; • სამუშაო დღეებში — 130 ლარი; • შაბათს — 160 ლარი; • კვირას — 140 ლარი.

ემოციური ინტელექტის კურსი • სამუშაო დღეებში — 120 ლარი; • შაბათ-კვირას — 140 ლარი.

ყოველთვიური გადასახადი მოიცავს თვეში 4 სამეცადინო შეხვედრას, ჩემპიონატებში და სასერტიფიკაციო გამოცდებში დამატებითი გადასახადების გარეშე მონაწილეობას. თუ კალენდარულად თვეში 5 მეცადინეობა ემთხვევა, დამატებითი გადასახადი არ არის.

არის თუ არა ონლაინ სწავლება? +

მენტალური არითმეტიკის პროგრამას აქვს ძლიერი ონლაინ კურსიც. ონლაინ სწავლებისას შედეგები, პედაგოგების კვალიფიკაცია და ხარისხის კონტროლი პირისპირ სწავლების იდენტურია, ხოლო გაკვეთილებზე დასწრება ოჯახისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.

ემოციური ინტელექტის კურსის გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს.

სად ტარდება გაკვეთილები? +

მენტალური არითმეტიკის კურსი • საბურთალო — ნუცუბიძის ქუჩა №16ა • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • ნაძალადევი — გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №36 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი • აფრიკის დასახლება — მ. ცისკარიშვილის ქუჩა, კორპუსი „A", „მირანდას" ინგლისური ენის ცენტრი • თელავი — ალექსანდრე ვარდოშვილის ქუჩა №15 • ონლაინი — სწავლა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

ემოციური ინტელექტის კურსი • საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი №85, კლინიკა „მედისონის" გვერდით • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი

რამდენ ხანს გრძელდება პროგრამა? +

მენტალური არითმეტიკის პროგრამა გრძელდება დაახლოებით 3.5–4 წელი და მოიცავს 9 ძირითად დონესა და დამატებით WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონეს — 9+1. თითოეული ძირითადი დონის დასრულების შემდეგ ბავშვს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონის წარმატებით დასრულებისას — საერთაშორისო დიპლომი.

ემოციური ინტელექტის სრული ასაკობრივი კურსი შედგება 3 თემატური მოდულისა და 60 გაკვეთილისგან. პროგრამა აგებულია თანმიმდევრულად და ემსახურება ბავშვის ემოციური უნარების ეტაპობრივ განვითარებასა და განმტკიცებას. განვლილი თემებისა და დაძლეული გამოწვევების მიხედვით ბავშვებს გადაეცემათ სამოტივაციო სამკერდე ჯილდოები.

საჭიროა თუ არა სასწავლო ნივთების შეძენა? +

მენტალური არითმეტიკის კურსის დასაწყებად საჭიროა სპეციალური საანგარიშოსა და შესაბამისი დონის სამუშაო რვეულების შეძენა. საწყისი კომპლექტის ღირებულებაა 55 ლარი. ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას საჭიროა შესაბამისი სამუშაო რვეულების შეძენა.

ემოციური ინტელექტის პროგრამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალური სამუშაო რვეულის შეძენა.

რა ფასდაკლებები მოქმედებს? +

დედ-მამიშვილების შემთხვევაში: • ორი ბავშვისთვის — 10%-იანი ფასდაკლება; • სამი ან მეტი ბავშვისთვის — 20%-იანი ფასდაკლება. • ერთი სასწავლო წლისსაფასურის წინასწარ გადახდისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლებები ერთმანეთს არ ემატება — შესაძლებელია ერთი, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით სარგებლობა.

მზად ხარ დაიწყო?

დარეგისტრირდი უფასო საცდელ გაკვეთილზე და ნახე შედეგი პირდაპირ

უფასო საცდელი გაკვეთილი →
WhatsApp
Messenger