Nobeli.Ge – Welcome

ემოციური ინტელექტი

რა არის ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი ის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ადამიანებს ეხმარება, ზუსტად მიხვდნენ, თუ რას გრძნობენ კონკრეტულ მომენტებში და ამის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ პირად, თუ პროფესიულ ცხოვრებაში. 

 

ემოციების შესწავლა და გააზრება ხელს უწყობს მათი ეფექტიანი მეთოდებით მართვისა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის პროცესს. საკუთარ თავში გათვითცნობიერება ბავშვს ეხმარება ადეკვატური თვითშეფასებისა და ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო ემპათიურები არიან და შეუძლიათ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ემოციების გააზრება და მათ მართვაში დახმარება. შესაბამისად, მათ აქვთ კარგი სოციალური უნარები და მარტივად ახერხებენ ჯანსაღი და მყარი ურთიერთობების დამყარებას. 

 

ემოციური ინტელექტი ადამიანს ეხმარება: სტრესთან გამკლავებაში, ეფექტიან კომუნიკაციაში, სხვებისადმი ემპათიურობაში, მოტივაციის შენარჩუნებასა და კონფლიქტების მოგვარებაში.

ეს თვისებები პროთუ პირადი წარმატების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ – ეხმარებიან ბავშვებს, ნაკლები დაბრკოლების გარეშე მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

 

კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

emoc-iuri

ღირებულება

•სამუშაო დღის ჯგუფები - 120 ლარი

•შაბათ-კვირის ჯგუფები - 140 ლარი

სწავლის ღირებულება დაიანგარიშება 1 თვეზე. კვირაში ტარდება ერთი 80-წუთიანი გაკვეთილი (სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, თავდაპირველად, 60 წუთიანი გაკვეთილი). თვეში ჩატარებული 4 გაკვეთილი ითვლება სრულ სამეცადინო თვედ. თუ თვეში კალენდარულად 5 გაკვეთილი უწევს, გადასახადი არ ემატება

ფასდაკლებები

-10% - ორი დედმამიშვილი

-20% - სამი და მეტი დედმამიშვილი

-20% - ერთი სასწავლო წლის წინასწარ გადახდის შემთხვევაში

მისამართები

საბურთალო - ვაჟა ფშაველას გამზირი #85

გლდანი - გობრონიძის ქუჩა #1

ხანგრძლივობა

სრული კურსის ხანგრძლივობა: 1.5 წელი

ურსის სილაბუსი

სრული კურსი იყოფა 3 ეტაპად:
I ეტაპი – ძირითადი ემოციების გაცნობა (8 საბაზისო ემოცია), სწავლობენ მიმიკურ გამოხატულებას, კომუნიკაციას, მეგობრობას და შერიგებას.  
II ეტაპი – ცოდნის გაღრმავება პრაქტიკული თამაშებისგან მიღებული გამოცდილებით. ამის შედეგად, ბავშვები სწავლობენ ემოციების წარმოქმნის მიზეზებს და შედეგებს, შეუძლიათ საკუთარი ემოციების სწორად გამოყენება
III ეტაპი – ბავშვები სწავლობენ ემოციების მართვას და მათ გამოყენებას სწავლასა და პირად ცხოვრებაში, წარმატების მიღწევაში. სწავლობენ თანატოლებთან და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას

მოსწავლეები ეცნობიან ძირითად ემოციებს (8 საბაზისო ემოცია); სწავლობენ მიმიკურ გამოხატულებას, კომუნიკაციას, მეგობრობას და შერიგებას.ძირითადი ემოციების გაცნობა

  • ემოციების გამოხატვის ფორმების გაცნობა
  • ემოციების გამომწვევი მიზეზების დადგენა
  • საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულების გამომუშავება
  • ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავება
  • თვითკონტროლის უნარის გამომუშავება
  • თითოეული ემოციისგან მიღებული სარგებლის გაანალიზება
  • ასოციაციური აზროვნების განვითარება (სხვადასხვა ობიექტებს, იდეებს შორის კავშირის დანახვა)
  • პირადი საზღვრების სწორად ფორმირება
  • თვითგამოხატვის უნარის განვითარება
  • ცოდნის გაღრმავება პრაქტიკული თამაშებისგან მიღებული გამოცდილებით. ამის შედეგად ბავშვები სწავლობენ ემოციების წარმოქმნის მიზეზებს და შედეგებს, შეუძლიათ საკუთარი ემოციების სწორად გამოყენება.ცნობიერი და არაცნობიერი ქცევის ერთმანეთისგან გამიჯვნა

    • სუნთქვის ტექნიკის შესწავლა
    • სტრესისგან გასათავისუფლებად ემოციების მართვის მეთოდების შესწავლა
    • პერიფერიული აზროვნების (საკუთარი თავის ადეკვატური კრიტიკა) უნარების დახვეწა
    • კავშირის გააზრება ადრე გამოწვეულ და მომავალში წამოსულ ემოციებს შორის
    • ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება
    • თვითშეფასების და სოციალური უნარების განვითარება
    • სოციალური ურთიერთობების უნარის განვითარება
    • გულწრფელი და არაგულწრფელი ქმედების ამოცნობის უნარის გავარჯიშება
    • ემოციების დახმარებით, საუბარში, სხეულის ენის ამოცნობა

     

ბავშვები სწავლობენ ემოციების მართვას და მათ გამოყენებას სწავლასა და პირად ცხოვრებაში, წარმატების მიღწევაში. სწავლობენ თანატოლებთან და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.ჯგუფში სოციალური ურთიერთქმედების გამოცდილების შეძენა

    • საკუთარი ცოდნის და პიროვნული თვისებების თვითრეფლექსიის და გამოხატვის უნარის განვითარება
    • შეცდომის და შიშის გამოცდილების ანალიზი
    • უხერხულობის და სიმორცხვის ემოციებთან გამკლავების უნარების გაღრმავება
    • საკუთარი და სხვების ემოციების ამოცნობის გამოცდილების გაღრმავება
    • თავაზიანი მიმართვის უნარის განვითარება
    • აქტიური მოსმენისა და ღია შეკითხვების ტექნიკის შესწავლა
    • კონფლიქტური სიტუაციების მართვა
    • ანალიზის და რეფლექსიის უნარის განვითარება
    • არავერბალური ექსპრესიის უნარის განვითარება და გამყარება
    • ძირითადი და მეორეული ემოციების გაანალიზება
    • ლიდერული უნარების განვითარებაში ბალანსის დაცვა
    • საკუთარ თავში და სხვა ადამიანებში სიყვარულის გრძნობის გაანალიზების უნარის განვითარება

იხილეთ ვიდეო ემოციური ინტელექტის კურსის შესახებ: