Nobeli.Ge – Welcome

მენტალური არითმეტიკა

რა არის მენტალური არითმეტიკა

მეთოდოლოგია სპეციალურად ისე შემუშავდა, რომ ავტომატურად განავითაროს ტვინის ორივე ნახევარსფეროს შუბლის წილი (ე.წ. “პრეფრონტალური კორტექსი”). ძალიან იშვიათია სავარჯიშო, რომელიც ერთდროულად ტვინის ორივე ნახევარსფეროს ნეირონებს “აიძულებს” აქტიურად იმუშაონ. მენტალური არითმეტიკა კი ერთ-ერთია იმ ყველაზე ეფექტიან ხერხებს შორის, რომლებიც ამას უწყობს ხელს. 

მენტალური არითმეტიკა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას შემდეგი კუთხით:

  • ანალიტიკური, ლოგიკური და სისტემური აზროვნება
  • მიზეზშედეგობრივი კავშირების აღქმა, მსჯელობა
  • გამართულად კომუნიკაცია (მეტყველება და წერა)
  • სწრაფი მეხსიერება (ერთდროულად რამდენიმე ცნებით გონებაში მანიპულირების უნარი და მათი ერთობლივი აღქმა)
  • შემოქმედებითობა და წარმოსახვა
  • ინტუიცია და სიტუაციური ალღო

კურსი შედგენილია 4-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

ღირებულება


•სამუშაო დღის ჯგუფები ადგილზე - 120 ლარი
•სამუშაო დღის ჯგუფები ონლაინ - 120 ლარი

•შაბათ-კვირის ჯგუფები - 140 ლარი

სწავლის ღირებულება დაიანგარიშება 1 თვეზე. კვირაში ტარდება ერთი 90-წუთიანი გაკვეთილი (სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, თავდაპირველად, 60 წუთიანი გაკვეთილი). თვეში ჩატარებული 4 გაკვეთილი ითვლება სრულ სამეცადინო თვედ. თუ თვეში კალენდარულად 5 გაკვეთილი უწევს, გადასახადი არ ემატება

მისამართები

საბურთალო - შ.ნუცუბიძის #121

გლდანი - გობრონიძის ქუჩა #1

ხანგრძლივობა

სრული კურსის ხანგრძლივობა: 3.5 წელი

ფასდაკლებები

-10% - ორი დედმამიშვილი

-20% - სამი ან მეტი დედმამიშვილი

ურსის სილაბუსი

კურსი შედგება 9 დონისგან. თითოეული დონის დასრულებას წინსვლა მოაქვს ბაშვის გონებრივ განვითარებაში.

  • აბაკუსზე მუშაობის ტექნიკის დაუფლების საწვრთნელი სავარჯიშოები. 100 ფარგლებში ანგარიში აბაკუსზე.
  • მარტივი მოქმედებები აბაკუსზე (ლოგიკური ფორმულის გამოყენების გარეშე, როდესაც არითმეტიკული მოქმედების შესასრულებლად ჩხირზე მიცემული კოჭები არის საკმარისი).
  • მენტალური ანგარიში 100 ფარგლებში მარტივი მოქმედებებით ერთნიშნა და ერთნაირციფრა (11, 22, 33 და ა.შ) ორნიშნა რიცხვებზე.
  • მეთოდოლოგიურად შემუშავებული სხვადასხვა სირთულის კონცეფციების (პატარა მეგობრების) გამოყენებით რთული მოქმედებებით ანგარიში აბაკუსზე 100 ფარგლებში, რაც გულისხმობს ლოგიკური ფორმულების გამოყენებით, ისეთი სავარჯიშოს შესრულებას, როდესაც ჩხირზე არასაკმარისი კოჭებია.
  • წარმოსახვითი ბარათებით რიცხვების ამოცნობა 100 ფარგლებში, რა დროსაც ხდება ნებისმიერი რიცხვის კოჭებით შედგენილი ნახატის სახით შესწავლა-დამახსოვრება.
  • სამნიშნა რიცხვები.
  • დიდი მეგობრების კონცეფცია (დმ).
  • მარტივი მოქმედებებით ანგარიში აბაკუსზე სამნიშნა რიცხვებზე.
  • მენტალური ანგარიში მარტივი მოქმედებებით ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვებზე.
  • ორმაგი მეგობრები (ო.მ)
  • ანგარიში აბაკუსზე: რთულ მოქმედებებში პატარა, დიდი და ორმაგი მეგობრების გამოყენებით.
  • მენტალური ანგარიში : რთული მოქმედებებით ერთნიშნა რიცხვებზე პატარა და დიდი მეგობრების გამოყენებით.
  • წარმოსახვითი ბარათებით სამნიშნა რიცხვების ამოცნობა.
  • ნორმატივები: 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ციფრების მიმატება და გამოკლება.
  • ანგარიში აბაკუსზე : რთული მოქმედებებით 1,2 და 3-ნიშნა რიცხვებზე ორმაგი მეგობრების გამოყენებით
  • მენტალური ანგარიში 1 და 2-ნიშნა რიცხვებზე ორმაგი და დიდი მეგობრების გამოყენებით
  • მენტალური ანგარიში: სამნიშნა რიცხვებზე მარტივი მოქმედებებით
  • ნორმატივები: 10, 20, 30, 40, 50,100
  • აბაკუსზე ორნიშნა რიცხვების გამრავლებას ერთნიშნაზე
  • ათეულების ერთნიშნა რიცხვებზე გამრავლება
  • მოსწავლეები ასრულებენ ნებისმიერი სირთულის მაგალითებს აბაკუსზე 1,2 და 3-ნიშნა რიცხვებზე მენტალურად, რთული მოქმედებებით როგორც ორნიშნა, ისე სამნიშნა რიცხვებზე
  • აბაკუსზე 3-ნიშნა რიცხვების გაყოფა 1-ნიშნაზე
  • ნაშთიანი გაყოფა და 3- ნიშნა რიცხვების 1-ნიშნაზე გამრავლება
  • მოსწავლეებს შეუძლიათ მენტალურად 2-ნიშნა რიცხვების 1-ნიშნაზე გამრავლება
  • აბაკუსზე იწყებენ 4-ნიშნა რიცხვების მიმატება-გამოკლებას რთული მოქმედებებით
  • მენტალურად 3-ნიშნა რიცხვების 1-ნიშნაზე როგორც გამრავლება, ისე გაყოფა
  • აბაკუსის გამოყენებით შეისწავლიან 3-ნიშნა რიცხვების 2-ნიშნაზე გაყოფას
  • 2-ნიშნა რიცხვების 2-ნიშნაზე გამრავლება
  • აბაკუსზე 3- ნიშნა რიცხვების 2-ნიშნაზე გამრავლება
  • 4-ნიშნა რიცხვების გაყოფა 2-ნიშნაზე
  • მენტალურად ასრულებენ როგორც 2-ნიშნას 2-ნიშნაზე გამრავლებას, ისე 3-ნიშნას 2-ნიშნაზე გაყოფას
  • გავლილი თემების მიხედვით ნაშთიან გაყოფების შესრულება
  • აბაკუსზე 4-ნიშნა რიცხვების 1-ნიშნაზე გამრავლება
  • პროცენტები
  • აბაკუსზე 4-ნიშნა რიცხვების გამრავლება 2-ნიშნაზე
  • 4-ნიშნა რიცხვების გაყოფა 3-ნიშნაზე
  • გამრავლება და გაყოფა რიცხვიდან კვადრატულ ფესვზე

იხილეთ ვიდეო მენტალური არითმეტიკის კურსის შესახებ: