Nobeli.Ge – Welcome

ჩვენს შესახებ


სკოლა “ნობელის” მენტალური არითმეტიკისა და ემოციური ინტელექტის წრეები, 5 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის. ხოლო უკვე 1 წელია რაც მენტალური არითმეტიკის ონლაინ პროგრამა წარმატებულად დაინერგა დიდ ბრიტანეთში და გაკვეთილებს აქტიურად ესწრებიან უცხოელი ბავშვებიც.

სკოლა ბავშვებისადმი თავისი უნიკალური მიდგომებით და განსაკუთრებულად შერჩეული პედაგოგებით გამოირჩევა. “ნობელი” არის ადგილი, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ პატარა ასაკიდანვე იზრუნოს ბავშვების გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე. ჩვენი მთავარი ღირებულება ბავშვია – გვჯერა, რომ ყველა მათგანი უნიკალური, განსაკუთრებული და ნიჭიერია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ნებისმიერი საშუალებით ხელი შევუწყოთ მათ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში.

ბავშვების მშობლებს კი, ხელს ვუწყობთ უწყვეტად მიიღონ მრავალი ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ბავშვების აღზრდის პროცესში და გაუმარტივებთ მათ მშობლობის ყველაზე სასიამოვნო, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო როლს.

“ნობელი” არ არის მხოლოდ მენტალური არითმეტიკისა და ემოციური ინტელექტის ტექნიკების შესასწავლი ცენტრი. ეს არის სივრცე მათი მშვიდი და თავისუფალი განვითარებისთვის, სადაც ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ.


როგორ ვაკეთებთ ამას?

  • მუდმივად ვაკვირდებით მოსწავლეების პროგრესს და ვითვალისწინებთ ბავშვის აზრს
  • ვისმენთ მშობლების აზრებს და ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს – თქვენ, მშობლები ხართ ის ადამიანები, რომლებიც, მოსწავლეებთან ერთად, ჩვენს სკოლას უკეთესს ხდიან. “ნობელის” მიზანია, დაეხმაროს მშობლებს ბავშვების აღზრდის პროცესში – ბავშვებისთვის შექმნას თავისუფალი და განვიათრებაზე ორიენტირებული ატმოსფერო.
  • პროფესიონალების ჩართულობით ვზრუნავთ მასწავლებლების მუდმივ განვითარებაზემასწავლებლობა საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც შეუძლებელია ერთხელ ისწავლებოდეს – ეს განგრძობითი პროცესია, რომლის დროსაც მასწავლებელი უნდა ითვისებდეს პროფესიონალურ ტექნიკებს და ბავშვის უკუკავშირის საფუძველზე, ამდიდრებდეს თავის პედაგოგიურ მიდგომებს. გვჯერა, რომ ნამდვილ მასწავლებელს რამდენიმე მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს – მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს, იყოს ემპათიური, ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებისადმი, მხარს უჭერდეს და ეხმარებოდეს მათ დაბრკოლებების გადალახვაში. სწორედ ამ თვისებებს ვანიჭებთ უპირატესობას მასწავლებლების შერჩევისას.

რა არის მენტალური არითმეტიკა

 

მენტალური არითმეტიკა არის სპეციალურად შექმნილი სავარჯიშო, რომელიც ეყრდნობა ტვინის შესახებ მეცნიერულ ცოდნას და ზუსტად ისეა მოწყობილი, რომ ჩამოთვლილ უნარებზე პასუხისმგებელი არეები განავითაროს ტვინში.

მენტალური არითმეტიკა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას შემდეგი კუთხით:

🔸ანალიტიკური, ლოგიკური და სისტემური აზროვნება

🔸მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღქმა, მსჯელობა

🔸გამართულად კომუნიკაცია (მეტყველება და წერა)

🔸სწრაფი მეხსიერება (ერთდროულად რამდენიმე ცნებით გონებაში მანიპულირების უნარი და მათი ერთობლივი აღქმა)

🔸შემოქმედებითობა და წარმოსახვა

🔸ინტუიცია და სიტუაციური ალღო

კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

რა არის ემოციური ინტელექტი


ემოციური ინტელექტი ის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ადამიანებს ეხმარება ზუსტად მიხვდნენ, რას გრძნობენ კონკრეტულ მომენტებში და ამის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ პირად, თუ პროფესიულ ცხოვრებაში. ემოციების შესწავლა და გააზრება ხელს უწყობს მათი ეფექტიანი მეთოდებით მართვის და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის პროცესს. საკუთარ თავში გათვითცნობიერება კი ეხმარება ბავშვს ადეკვატური თვითშეფასების და ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნებაში.


მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო ემპათიურები არიან და შეუძლიათ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ემოციების გააზრება და მათ მართვაში დახმარება. შესაბამისად, მათ აქვთ კარგი სოციალური უნარები და მარტივად ახერხებენ ჯანსაღი და მყარი ურთიერთობების დამყარებას.


ემოციური ინტელექტი ადამიანს ეხმარება: სტრესთან გამკლავებაში, ეფექტიან კომუნიკაციაში, სხვებისადმი ემპათიურობაში, მოტივაციის შენარჩუნებასა და კონფლიქტების მოგვარებაში.

ეს თვისებები პროფესიული თუ პირადი წარმატების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ – ეხმარებიან ბავშვებს, ნაკლები ემოციური დაბრკოლების გარეშე მიაღწიონ დასახულ მიზნებს.


კურსი განკუთვნილია 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მშობლების შეფასებები

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

დაგვიკავშირდი: +995 322 42 42 92