კურსის მიმოხილვა:
მაღალი ინტელექტის კოეფიციენტისა და კარგი განათლების მიღმა, კიდევ არსებობს უნიკალური უნარ-ჩვევების კრებული, ემოციური ინტელექტის სახითა, რომელიც ეხმარება ადამიანს ეხმარება დასახული მიზნების მიღწევასა და კეთილდღეობის მოწყობაში. ამ კურსში ბავშვები შეისწავლიან ემოციებს, განავითარებენ თვითშემეცნებას და ემოციური ინტელექტის აუცილებელ, ჯამურ უნარებს. ინტერაქტიული აქტივობების, ისტორიებისა და თამაშების საშუალებით ბავშვები აღმოაჩენენ, როგორ ამოიცნონ და მართონ თავიანთი გრძნობები, ისწავლონ თანაგრძნობა და შექმნან პოზიტიური ურთიერთობები.
პროგრამის აღწერა:
საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ემოციური ინტელექტის კურსი, რომლითაც სკოლა „ნობელი“ ხელმძღვანელობს, შეიქმნა იელის უნივერსიტეტის პროფესორის – დევიდ კარუზოს ავტორობით და ჰარვარდის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წამყვანი სპეციალისტების მიერ.
4-6 წლიანების ასაკობრივი კატეგორიისთვის, ემოციების ამოსაცნობად, დასაკვირვებლად და გამოსახატად ადაპტირებულია კურსის პირველი მოდული, სახელწოდებით “წითელი პანდა”.
რატომ „წითელი პანდა“?
პროგრამის ავტორები “ბრძენი პანდა”-ს პერსონაჟის დახმარებით აცნობენ ბავშვს საბაზისო ემოციებს, ტექნიკებსა და სტრატეგიებს, რომლებიც დაეხმარებათ ემოციების მართვაში.
წითელი პანდა გადაშენების პირას მყოფი იშვიათი და უნიკალური ცხოველია, რაც მას განსაკუთრებულს და მომხიბვლელს ხდის, ადვილად იპყრობს ბავშვების ყურადღებას. მისი სასიამოვნო ბუნება ბავშვებს მოსწონთ და მათთვის სანდო, საყვარელი პერსონაჟი ხდება .
ემოციური ინტელექტის განვითარება, პატარა ასაკში, აძლიერებს სოციალურ და აკადემიურ უნარებს. ემოციების მართვის, თანაგრძნობისა და კომუნიკაციის უნარების შესწავლა ეხმარება ბავშვებს პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში. ეს უნარები ხელს უწყობს სტრესის მართვას და ხელსაყრელ გარემოს ქმნის სწავლისთვის და განვითარებისთვის . ბავშვობაში გავარჯიშებული ემოციური ინტელექტი და მასზე მიღებული სწორი და სასარგებლო ინფორმაცია არის მტკიცე საფუძველი ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის.
სასწავლო მიზნები:
-
- თვითშემეცნება
- ძირითადი ემოციების ამოცნობა და მარკირება (სიხარული, სევდა, ბრაზი, ინტერესი, ნდობა, შიში,ზიზღი)
- ემოციების გამოხატვა და მათი გაზიარება სხვებისთვის
- საკუთარი ემოციების მართვა სხვადასხვა ტექნიკებით
- ემპათია და მისი მნიშვნელობა
- სხვისი გრძნობების და ემოციების ამოცნობა
- სოციალური უნარები: თანაგრძნობა და თანამშრომლობა – თანატოლებთან და უფროსებთან
რა აქტივობებით ვასწავლით ემოციების ამოცნობას, გამოხატვას ,მართვასა და გაზიარებას ბავშვებს?
-
- ბავშვებთან საუბარი ემოციების შესახებ
- ვარჯიში ემოციების გამოხატვაში
- დამშვიდების ტექნიკები
- საუბრისა და მოსმენის ვარჯიში
- როლური გათამაშებები
- Სახელოვნებო აქტივობები, მუსიკა და მოძრაობა
- ჯგუფური დისკუსიები
- თემატური ჯილდოების შეგროვება მოტივაციისთვის
- Story telling ე.წ. თხრობა
- შეფასება და მოტივაცია:
-
- არაფორმალური დაკვირვება საკლასო აქტივობების დროს
- ყოველკვირეული რეფლექსია (ნახატები ან მარტივი წინადადებები ემოციების შესახებ)
- ყოველი თემატური მიღწევის მონაპოვარი, სამკერდე ნიშნების რვა ცალიანი კოლექციის შეგროვება საწევრო ქამარზე
- მშობლების ან ოჯახის წევრების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ბავშვს დაეხმარება, რომ კურსის განმავლობაში და მის მიღმა შეიძინოს და განავითაროს მნიშვნელოვანი ემოციური და სოციალური უნარები. ამისთვის ყოველკვირეული უკუკავშირი მასწავლებლისგან და წიგნის თემატური გვერდები დაგეხმარებათ.საყვარელ ადამიანებთან ერთად ბავშვებს უფრო მეტად უშუალოდ და ძალდაუტანებლად ეძლევათ სითბო და მოტივაცია განვითარებისთვის
ინვენტარი:
-
- საგაკვეთილო აქტივობისთვის საჭირო ყველა მასალას უზრუნველყოფს სკოლა.
- სამეცადინო წიგნის შესაძენი ფასი 20 ლარი.
კურსის ხანგრძლივობა და საფასური:
კურსის ხანგრძლივობა: 12 კვირა – 3 თვე. კვირაში 1 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1 საათი.