მენტალური არითმეტიკის კურსი - "ნობელი"
რატომ ახლა?
თანამედროვე განათლება ნაკლებ დროს უთმობს ბავშვებში წარმოსახვისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას, მაშინ როცა დღევანდელი პრობლემები ითხოვს ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების სინთეზს.
მენტალური არითმეტიკა სწორედ ამ სინთეზს ავითარებს — ბავშვი ერთდროულად იყენებს ყურადღებას, წარმოსახვას, ლოგიკას, სიჩქარესა და სიზუსტეს.
როგორ „ვარჯიშობს“ ტვინი?
ტვინის ძირითადი ერთეული არის ნეირონი, ხოლო მათ შორის კავშირი — სინაფსი. რაც უფრო მდიდარია სინაფსების ქსელი, მით მოქნილი და კრეატიულია აზროვნება.
ახალი ცოდნა და სპეციალური სავარჯიშოები ქმნის და ამაგრებს ამ კავშირებს.
მენტალური არითმეტიკა ამ პროცესს აძლიერებს — ამუშავებს მარცხენა ნახევარსფეროს (ლოგიკა, ანგარიში) და მარჯვენას (წარმოსახვა, ვიზუალიზაცია) ერთდროულად.
რა არის აბაკუსი და „მენტალური ანგარიში“?
აბაკუსი (იაპონურად: სორობანი) — უძველესი საანგარიშო ინსტრუმენტია, რომელიც დღემდე გამოიყენება იაპონიაში დაწყებით კლასებშიც.
1993 წლიდან მის საფუძველზე შეიქმნა მეცნიერულად დამუშავებული მეთოდოლოგია – „მენტალური არითმეტიკა“.
- პირველ ეტაპზე ბავშვი სწავლობს ოპერაციებს აბაკუსზე,
- შემდეგ კი გონებაში წარმოსახვით „ხედავს“ აბაკუსს და ანგარიშობს მისით.
„ნობელის“ პროგრამა – სტრუქტურა
- დონეები: 9 დონე, სრული კურსის გავლა გრძელდება დაახლოებით 3–3.5 წელი.
- სწავლის რეჟიმი: კვირაში 1 შეხვედრა-1,5 საათი
- სკოლამდელი ასაკისთვის (Preschool, 4+ წელი): ონლაინ–ფორმატში 90 წუთი იყოფა 2 დღეზე.( თითო დღე-45 წუთი)
ასაკობრივი ჯგუფები
- Preschool – სკოლამდელი, 4+ წლიდან
- Kg – 1–2 კლასები
- Kids – 2–4 კლასები
- Junior – 5+ კლასები
სწავლების გზა: აბაკუსიდან გონებაში ანგარიშამდე
- აბაკუსი: ბავშვი სწავლობს მოძრაობის ტექნიკას, თითების ასიმეტრიულ კოორდინაციას, ნატიფი მოტორიკისა და სიზუსტის განვითარებას.
- მენტალური ანგარიში: ნაბიჯ–ნაბიჯ გადადის აბაკუსის „გონებაში ხედვაზე“ – რთულ ოპერაციებს ასრულებს წარმოსახვით.
რას ვაძლევთ ბავშვს?
- ორივე ჰემისფეროს სინქრონულ განვითარებას — ლოგიკისა და წარმოსახვის ჰარმონიას
- ყურადღების, კონცენტრაციისა და რეაქციის სისწრაფის გაძლიერებას
- მოტორიკის, ვიზუალური და სმენითი მეხსიერების განვითარებას
- საკუთარი ძალებით მიღწეული წარმატების განცდას
- გუნდურ მუშაობას, მოტივაციასა და თავდაჯერებულობას
- ჯანსაღი კონკურენციის და ჰარმონიული ურთიერთობის უნარს
სასწავლო გეგმა
I–III დონეები:
- I დონე – აბაკუსის ტექნიკის ათვისება, 100 ფარგლებში მოქმედებები, მარტივი ლოგიკური ფორმულები („პატარა მეგობრები“).
- II დონე – „დიდი“ და „ორმაგი მეგობრების“ გამოყენება, სამნიშნა რიცხვებზე მოქმედებები.
- III დონე – რთული მოქმედებები აბაკუსზე, ნორმატივები სიჩქარისა და სიზუსტის განვითარებისთვის.
IV–IX დონეები:
- IV–V დონე – გამრავლება/გაყოფა აბაკუსზე და გონებაში.
- VI–VII დონე – ნაშთიანი და უნაშთო მოქმედებები.
- VIII–IX დონე – პროცენტების გამოთვლა და კვადრატული ფესვები.
ნობელის მენტალური არითმეტიკის პროგრესი აშენებულია ნაბიჯ–ნაბიჯ — თითოეული დონე ამზადებს ნიადაგს შემდეგისთვის.
მენტალური არითმეტიკა არის უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს ლოგიკას და წარმოსახვას, ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებასა და რეაქციის სისწრაფეს.
ეს კურსი ბავშვს აძლევს ინტელექტუალურ და ემოციურ ბალანსს, წარმატების განცდას და თავდაჯერებულობას – უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება.
ღირებულება
ონლაინ სწავლება 130 ლარი
სამუშაო დღის ჯგუფები დასწრებული - 130 ლარი
შაბათის ჯგუფები დასწრებული - 160 ლარი
კვირის ჯგუფები დასწრებული - 140 ლარი
სწავლის ღირებულება დაიანგარიშება 1 თვეზე. კვირაში ტარდება ერთი 90-წუთიანი გაკვეთილი (სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, თავდაპირველად, 60 წუთიანი გაკვეთილი). თვეში ჩატარებული 4 გაკვეთილი ითვლება სრულ სამეცადინო თვედ. თუ თვეში კალენდარულად 5 გაკვეთილი უწევს, მათ შორის შედის პირველი საცდელი გაკვეთილიც გადასახადი არ ემატება.
ფასდაკლებები
-10% - ორი დედმამიშვილი
-20% - სამი ან მეტი დედმამიშვილი
-20% - ერთი სასწავლო წლის (10 თვის) წინასწარ გადახდის შემთხვევაში (ფასდაკლება არ ვრცელდება ინვენტარისა და აღდგენითი გაკვეთილის საფასურზე)
მისამართები
საბურთალო - შ.ნუცუბიძის
16 ა
ვაჟა ფშაველას ქუჩა #85
გლდანი - გობრონიძის ქუჩა #1
ნაძალადევი - გიორგი ჭყონდიდელის #36
ხანგრძლივობა
სრული კურსის ხანგრძლივობა: 3.5 წელი