ჩვენ შესახებ
ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ შვილების:
- განვითარების დაჩქარებაში
- ტრესისგან აბსოლუტურად თავისუფალი აქტივობებით
- თქვენთვის რაც შეიძლება კომფორტულად
რას ვგულისხმობთ განვითარების დაჩქარებაში?
ჩვენ ბევრი წრე გვექნება და ყველა მათგანის სპეციალურად მორგებული იქნება ბავშვის ჰარმონიულ განვითარების მიზანზე. ყველა აქტივობა წარიმართება მეთოდოლოგიით, რომელიც ითვალისწინებს:
- გონებრივი
- ემოციური
- სოციალური
განვითარების საჭიროებას, რადგან მხოლოდ ამ სამის ბალანსი არის გარანტია ნაყოფიერი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. შეძლებთ ამოაკლოთ რომელიმე ამ სამიდან? ჩვენ ვერ შევძელით.
როგორია სტრესისგან თავისუფალი აქტივობა?
ყველა აქტივობა წარიმართება მეთოდოლოგიით, რომელიც მხოლოდ მინიმალური დოზით მოითხოვს ბავშვისგან სახლში მეცადინეობისა და სასწავლი მასალების დაზეპირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ:
- თანამედროვე ბავშვს სკოლაში და სხვა წრეებზე ისედაც ბევრი სამეცადინო და დასამახსოვრებელი აქვს
- დაზეპირების პროცესი უმეტესად სტრესის წყაროა
- მცირე ასაკში ზედმეტი სტრესი განვითარებას აბრკოლებს
ჩვენი წრეები ასწავლიან არა საგანს, არამედ ამ საგანზე დაყრნობილი აქტივობებით დაეხმარებიან გონებრივად განვითარებაში. მაგალითად ჩვენი ხატვის წრის მიზანი ბავშვისთვის ხატვის ტექნიკებისა და თეორიის სწავლება არ იქნება. მასწავლებლები ხატვის აქტივობებს გამოიყენებენ ფონად, რომ მენტალური და სოციალური უნარების განვითარების ხელშემწყობ სავარჯიშოებს ხალისი შესძინონ.
რას მივიჩნევთ თქვენს კომფორტად?
- დღევანდელ გადატვირთულ სატრანსპორტო სიტუაციაში, უპირველესი კომფორტია სიახლოვე – ამიტომ ჩვენ ვხსნით ფილიალებს ადვილად ხელმისაწვდომ ლოკაციებზე – და არა მარტო თბილისში
- ჩვენი ყველა პროცედურა არის მარტივი. არ დაგჭირდებათ წვალება ბავშვის რეგისტრაციაზე, დროის შეცვლაზე, სწავლის ნებისმიერი მიზეზით შეჩერებაზე, ინფორმაციის მიღებაზე და ა.შ.
- თითოეულ ფილიალში ვაკომპლექტებთ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო წრეების სრულ სპექტრს, რომ ერთ ადგილას, მგზავრობაში დროის დაკარგვის გარეშე, შეგეძლოთ ბავშვების სასურველ წრეებზე ტარება.
- გარემო – თუ ფილიალის ფართი საშუალებას მოგვცემს, თქვენთვისაც აუცილებლად შევქმნით კომფორტული მოცდის პირობებს.
- ფასი – არც ერთი წრის ფასი არ იქნება ზედმეტი. იმ ნიშნულს ვერ ჩამოვცდებით, რაც მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის საჭირო ხარჯებს ფარავს, თუმცა ამის ზემოთ, ჩვენი მოგების წყარო იქნება არა გადამეტებულად ძვირი ფასები, არამედ რაც შეიძლება ბევრი ოჯახისთვის ხელმისაწვდომობა.