Nobeli.Ge – Welcome

ინფორმაცია მენტალური არითმეტიკის წრეზე რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის შესახებ

სკოლაში სწავლის დაწყების ძირითადი პრინციპები

ჩვენ ბევრი წრე გვექნება და ყველა მათგანის სპეციალურად მორგებული იქნება ბავშვის ჰარმონიულ განვითარების მიზანზე. ყველა აქტივობა წარიმართება მეთოდოლოგიით, რომელიც ითვალისწინებს:

 

  • მენტალური არითმეტიკის შესწავლა შეუძლიათ ბავშვებს 4-დან 15 წლამდე;
  • რეგისტრაციის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუცილებლად ტარდება პირველი საცდელი გაკვეთილი. მშობელი და ბავშვი თავად ნახავენ როგორი იქნება გაკვეთილები და შეძლებენ ამის შემდეგ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ნობელში სწავლის შესხებ;

გაკვეთილების ხანგრძლივობა და სიხშირე

ჩვენ ბევრი წრე გვექნება და ყველა მათგანის სპეციალურად მორგებული იქნება ბავშვის ჰარმონიულ განვითარების მიზანზე. ყველა აქტივობა წარიმართება მეთოდოლოგიით, რომელიც ითვალისწინებს:

 

  • გაკვეთილები მოსწავლეებისთვის ტარდება კვირაში ერთხელ და შედგება ორი აკადემიური საათისგან (ანუ ჯამში 90 წუთი);
  • სასწავლო პროცესი დაყოფილია დონეებად და თითეული დონე გრძელდება 2-4 თვე (დამოკიდებულია ასაკზე, პატარებში დონეები უფრო ხანგრძლივია);
  • სრული კურსი 9 დონისგან შედგება. ყოველი გავლილი დონე დამოუკიდებლადაც მნიშვნელოვან სარგებელს აძლევს ბავშვს, ამიტომ მენტალური არითმეტიკისგან დადებითი ეფექტის მისაღებად სულაც არ არის აუცილებელი 9-ვე დონის გავლა. უბრალოდ, რაც უფრო მეტ დონეს გაივლის ბავშვი, მით უფრო მეტად აისახება ეს გონებრივ განვითარებაზე;

ფასები

 

  • მენტალური არითმეტიკის სწავლის ღირებულება დაიანგარიშება 1 თვეზე. დისტანციურ რეჟიმში სწავლის ღირებულება შეადგენს 110 ლარს, პირისპირი სწავლება კვირის სამუშაო დღეს – 120 ლარს, ხოლო პირისპირი სწავლება შაბათს ან კვირას – 130 ლარს. 
  • ერთჯერადად საყიდელი იქნება სპეციალური საანგარიშო, ხოლო ყოველ ახალ დონეზე გადასვლის შემდეგ შესაბამისი დონის სამუშაო რვეულები; ნივთების ღირებულება ჯამში 55 ლარს შეადგენს.
  • ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის შემთხვევაში 10% ფასდაკლება გვაქვს (ორივეზე). სამი და მეტი და-ძმის შემთხვევაში – 20% ფასდაკლება მოქმედებს;